მარნეულელი ფერმერები პროდუქტის ჩასაბარებელი ფასით უკმაყოფილობი არიან. როგორც ისინი რადიო „მარნეულთან“ ამბობენ, მუნიციპალიტეტში შემოსული სადისტრიბუციო კომპანია მათ მოთხოვნებს არ აკმაყოფილებს. სხვა ალტერნატივის არქონის გამო კი იძულებულები არიან საკუთარი პროდუქტი დაბალ ფასში გაყიდონ და კიტრის ჩაბარება 80 თეთრად მოუწიათ.
„7 000 ლარი მაქვს კრეტიდი, მაგრამ მოსავალს ვერ ვყიდი. ბანკის ვალს ვერ გადავიხდი. ვითომ გვიცავენ კორონავირუსისგან. ასე 100 კაცი ერთად დგას და მოსახლოება ინფიცირდება. ფასებით უკმაყოფილოები ვართ, მაგრამ ეს არავის აინტერესებს. სარწყავი წყალიც არ გვაქვს და ვწვალობთ. შუქის გარეშე გავძლებთ, მაგრამ წყლის გარეშე ვერა. 5000 ჩითილი მაქვს დათესილი წყალი არაა და მხოლოდ 4 ყუთი დავაგროვე ახლა მოსავალი“- ამბობბს ერთ-ერთი ფერმერი.
მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ აღმამედლოსა და კასუმლოში დღეს დილიდან სატვირთო მანქანები მას შემდეგ შევიდა, რაც გუშინ, 22 აპრილს რამდენიმე სოფლის ფერმერები ერთად შეიკრიბნენ და საპროტესტო აქცია გამართეს. ადგილობრივ თვითმმართველობას მოთხოვეს, რომ პროდუქტის რეალიზება შესძლებოდათ.
მარნეულის მერის ზაურ დარგალის თქმით, ყველაფერს გააკეთებენ იმისთვის, რომ მოსახლეობას პროდუქტი არ გაუფუჭდეს და რეალიზების საშუალება ჰქონდეთ.
„10 სოფელში მივა სატვირთოები. სხვა სავაჭრო ქსელებთანაც მიმდინარეობს მოლაპარაკებები, რომ მოსავალი გაიტანონ მარნეულიდან. დღეს ადგილობრივი ხელისუფლება და სოფლის მეურნეობის სამინისტრო მუშაობს ერთობლივად, რომ მოსახლეობას დაეხმარონ პროდუქტის გადყიდვაში. დიდი მაღზიები, რესტორნები, კაფეები, სასტუმროები დაკეტილია და მოსავალი იმოტმაა ბევრი. არ დავუშვებთ რომ გლეხის მოსავალი გაფუჭდეს. მოსახლეობაში უკვე სია გამზადდა და რგითობის მიხედვით ჩააბარებენ მოსავალს“
რადიო მარნეული
კომენტარები