ჯანდაცვის ექსპერტის, აკაკი ზოიძის განცხადებით, მარნეულში კორონავირუსით ინფიცირებულის საკმაოდ ბევრი კონტაქტი იკვეთება.
მისი თქმით, ამ დროისთვის ჯამში საუბარია 1700-მდე კონტაქტზე.
„მარნეულში და ბოლნისში საკმაოდ პრობლემატური საკითხია ის, რომ ძალიან ბევრი კონტაქტი იკვეთება, რაც არის დაახლოებით 1700-მდე უკვე. იმ 90-დან შემდგომი ტალღა კონტაქტების 1700-მდეა და ყველა ამათი გამოკვლევა და შემდგომი იზოლაცია იქნება საჭირო“ ,- აღნიშნა აკაკი ზოიძემ.
შეგახსენებთ, კორონავირუსი მარნეულში შუა ხნის ქალს დაუდასტურდა. ამ შემთხვევაში ინფიცირების უშუალო წყარო ცნობილი არ არის.
შეგახსენებთ, მარნეულსა და ბოლნისში, მკაცრი კარანტინი გამოცხადდა და ამ წუთებამდე მიმდინარეობს ინფიცირებულ ქალბატონთან შემხებლობაში მყოფი პირების მოძიება – შესაბამისად, სადამდე გაიზრდება გამოსაკვლევ ადამიანთა რიცხვი, ჯერ უცნობია, თუმდა, 1700 -იც უკვე საკმაოდ დიდი ციფრია, იმ მდგომარეობაში, როცა საკარანტინო სივრცეების პრობლემა უკვე დგას ქვეყანაში.
კომენტარები