მარსზე პირველი აშშ-ის დროშა უნდა აფრიალდეს, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა კონგრესში ყოველწლიური მიმართვის დროს განაცხადა.
მისივე თქმით, აშშ უნდა გახდეს პირველი ქვეყანა, რომელიც მთვარეზე ქალ ასტრონავტს გაგზავნის.
„მოვუწოდებთ კონგრესს, სრულად დააფინანსოს კოსმოსური პროგრამა „არტემისი“, რათა გარანტირებული იყოს, რომ შემდეგი კაცი და პირველი ასტრონავტი ქალი მთვარეზე ამერიკელები იქნებიან. ეს იქნება საწყისი, იმისთვის, რომ ამერიკა გახდეს პირველი ქვეყანა, რომლის დროშაც მარსზე აფრიალდება“, – განაცხადა ტრამპმა.
აშშ-ის პრეზიდენტი კონგრესში ტრადიციული მიმართვით 5 თებერვალს წარდგა.
კომენტარები