პოლიტიკოსი, ეკა ბესელია:
“მეგობრებო უნდა გავიაზროთ , რომ მართლმსაჯულების სისტემის პოლიტიზირება და დამოუკიდებლობის არარსებობა არ არის მცირე ჯგუფის პრობლემა!
ახლა მაინც , ლამის მთელი სამყარო რომ ამ პრობლემაზე გველაპარაკება , უნდა გავიაზროთ , რომ ყველაზე სახიფათოა ეს ქვეყნისთვის და თითეული ადამიანისთვის !
რატომ ?
მარტივად – უსაფრთხოდ და დაცულად ვერავინ იქნებით იქ , სადაც მოსამართლე არ არის თავისუფალი!
ვერ გაიმართება ქვეყანა ასე წელში და ვერ იქნება უსაფრთხო , ვერ იქნება ძლიერი თუკი ფუნდამენტი მისი გაბზარულია !
ეს ფუნდამენტი – მართლმსაჯულების სისტემაა!
იცით რა მიკვირს? ის იურისტები, ადვოკატები წინა რეჟიმის დროს ამ მოსამართლეებს რომ აკრიტიკებდნენ, დღეს კომფორტში მყოფნი ხმას რატომ არ იღებენ???
ან ამ ხელისუფლებას, რომელმაც წინა სისტემის მორჩილი მოსამართლეები უვადოდ აირჩია – გუნდრუკს რა სინდისით უკმევთ ?
მართლა არ გრცხვენიათ?
საკუთარი კეთილდღეობის გამო, სიხარბის გამო გადააბიჯო პროფესიულ და ადამიანურ ღირსებას – ამაზე მდაბიო არაფერია!
ჩვენმა თაობამ ნახა ყველაფერი და ამ ყველაფრის ფინალიც ვიცით რაც იქნება!!!
ეს რომ ვიცი, 2018 წელს ჩემი გადადგომა და პროტესტი სწორედ ამ საფრთხის დანახვამ განაპირობა ….
დროებითია დროებითი ეს ყველაფერი…”
კომენტარები