,,შეაჩერე კორუფციის” დამფუძნებელი ქეთევან ენუქიძე:
,,ზოგადად, პანდემიები და ომები რომ ცივილიზაციის განვითარების ფუნდამენტია, ვიცით…
სევდიანი ამბავია, მაგრამ ასეა.
თავის დაცვა და გადარჩენა ინსტინქტია, რომელმაც ყველა სხვა უნარი განავითარა.
ეხლაც, ამ მძიმე ამბავმა, რომელიც აუცილებლად სინათლის გამარჯვებით დასრულდება, უკვე მოიტანა რამდენიმე ძალიან საგულისხმო და სასიკეთო რამ:
1. წავლენ არა მხოლოდ ქოცები, არამედ მკაფიოდ შეიცვლება ოპოზიციის მდგომარეობაც;
2. გამოჩნდა, რომ ინტელექტუალური პოტენციალიც და სიმამაცეც ახლებს ათასჯერ მეტი აქვთ, ვიდრე ძველებს.
უკეთესად მეტყველებენ და აზროვნებენ.
3. ამ ეტაპზე ვერც ერთი პოლიტიკური პარტია ვერ აკმაყოფილებს მათ სტანდარტს. ახლოსაც ვერ მივლენ.
ბოდილენგვიჯში და პათეტიკაში გაწვრთნილი ჩვენი პოლიტელიტა ძალიან უბადრუკად გამოიყურება მათ ფონზე და, დარწმუნებული ვარ, ორივე მხარემ იგრძნო ეს;
4. აუცილებლად შეიცვლება მეინსტრიმი;
5. ამათ ვერავინ მართავს და ვერავინ გახდება მათი ავტორიტეტი, 1000-ქულიანი ღირსებების გარეშე. ღირსებების ჩამონათვალი მხოლოდ იმ დიდ წიგნებშია, რომლებსაც კითხულობენ და რომლებითაც გაიზარდნენ;
6. როგორც აღმოჩნდა, ლუპით უყურებდნენ ყველა პროცესს და აქამდე მომხდარის იდეალური ანალიზის უნარი აქვთ;
7. საერთოდ არ აინტერესებთ ტროლები, ბოტები, ძონძები. ვერ აღიქვამენ მათ. ქოციც აღარ არსებობს, როგორც წინაღობა. უბრალოდ, ებრძვიან ბოროტებას, რომელიც რობოკოპების სახით დაახვედრეს წინ.
ქოცები უკვე გადატეხეს;
8. ყველა მათგანი სინათლის რაინდია. მათი ბრძოლა აბსოლუტურად უანგაროა და უანგარობა, ვინც არ იცის, თავის მხრივ, ძალიან მკაცრი ფენომენია.
9. ახალი ჟამი დადგა, სადაც აღარ არსებობს ძველი ელიტები, მით უმეტეს, სნობური ელიტები.
ამიტომ, მაგალითად, ილია და ვაჟა უყვართ არა იმიტომ, რომ ილია და ვაჟა არიან, არამედ იმის გამო, რაც უთქვამთ და უკეთებიათ;
10. ესენი გადარეცხავენ პოლიტიკურ და სოციალურ ველს არა მარტო სისხლისგან, ჩირქისგანაც.
მართლა არ მეგულება სადმე იმაზე მეტი ევროპა, ვიდრე ეხლა რუსთაველზეა.
ათენის ყალიბის ევროპა!
ზუსტად ვიცი, რომ გამარჯვება არის გარდაუვალი.
და ბედნიერება იქნება მათ დროებაში დაბერებაც კი!”
კომენტარები