პედაგოგი, მაია ეკალაძე:
ყველას!!! ყველას!!! ყველას!!!
მეხუთე დღე გვათენდება უზნაძის 52- თან…ვინც მიცნობთ, იმათ ხომ მაინც იცით, რომ ეზოში არ ვმდგარვარ ნახევარი საათით არასოდეს???ვინც მიცნობთ, იმათ ხომ მაინც იცით, არავის მოგიწოდებთ დასახმარებლად???ე.ი. ძალიან ცუდადაა საქმე…მართლა ძალიან ცუდადაა საქმე…სამინისტრო, რომელიც ბავშვების სასარგებლოდ უნდა იღებდეს გადაწყვეტილებებს, მეხუთე დღეა დუმს და არ აგებს პასუხს მათი მასწავლებლების წინაშე…ეს არაა მარტო ჩვენი საქმე… ეს თქვენი საქმეა!!!ქვეყანას სწორედ მინისტრებმა უნდა მისცენ მაგალითი, რომნებისმიერ სამსახურში არ უნდა გაჩერდეს ის, ვინც ადამიანების უფლებებს არღვევს!!!დემოკრატიის პირობებში უმნიშვნელოვანესია პასუხისმგებლობა და პროფესიონალიზმი…სულ ყველა სფეროში!!!აქვე უნდა ვთქვა, გადაცემა გადაწყვეტილების პროდიუსერმა ორჯერ გადადო გადაცემა, ერთხელ, ფორმატი შევცვალეთო, მოგვატყუა და რეალურად საზმაუს ბიუჯეტის საკითხი ჩასვა, მერე ჩვეულებრივ გაგრძელდა განათლების სამინისტროს ზღაპრები და მეორედ ახლა, ოთხშაბათს, წამყვანი საზღვარგარეთააო…მოშიმშილე მასწავლებელზე ვწუხვართ, მაგრამ არაა ეს საკითხი ჩვენი ფორმატის და ხელმძღვანელობას გადავცემო…ხელმძღვანელობამ, სავარაუდოდ, “დიდმა მასწავლებელმა” და მინისტრის მრჩეველმა, როცა უნდა ნაცებისა და როცა საჭიროა ქოცების ემისარმა, თვითონ ბრძანა იმ გადაცემა გადაწყვეტილებაში, ბიუჯეტზე რომ იყო, ქოცების ემისარი ვარ აქო, ბორდშიო, არაა ჩემი ბრალი, ბატონმა გია მურღულიამ ჯერ კიდევ ვერ მისცა თანხმობა…ოთხშაბათს შიმშილობა შემაწყვეტინეს მეგობრებმა, მაგრამ ახლაც აქ ვდგავარ… ამაღამ ისე არ ცივა, მანქანაც გვათხოვეს მეორე ღამეა და აღარც თვითშეწირვის სურვილი მაქვს, რასაც აქ ვხედავ…მოდით უზნაძის 52- თან საზოგადოების ყველა წევრი, მასწავლებელი თქვენს შვილებს სჭირდება… ჩვენი დაფინანსებული საზმაუ არ გადმოსცემს და პირადად ნახეთ, რომ განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო მასწავლებელს იმდენ უფლებას ურღვევს, ნახევარი საათი ეზოში რომ არ ვმდგარვარ, უზნაძის 52- თან ვდგავართ(თ) ჩემს მეგობრებთან ერთად…პასუხი???პასუხი ჯერ კიდევ არ არის…სამაგიეროდ, კატიეს ცხელი ყიყლიყოა და უცხელესი ყავა, წუთის წინ მოირბინა და გაიქცა სამსახურში… ხოო… ვარკეთილიდან…ვიცი… ვიცი, რომ ჩემ გარშემო ბევრი ხართ და სწორედ ამის იმედი მაქვს
მოდით დღეს, როცა მოიცლით… მოდით ხვალ 12 საათზე, ან მანამდე და და მანამ, სანამ დაინახავს მესამე სართულიდან მავანი, რომ ორზე… მუდივად სამი ვართ ისე… ბევრზე ბევრი ვართ……
ვინც დღეს მოსვლას აპირებთ და შეგიძლიათ, წამოიღეთ გრძელი ცელოფნები, უკანასკნელი გადავაკარი სკამებს… ერთზე არ მეყო… და პლაკატებს დაორი პლაკატი გამიკეთეთ ნახევარ- ნახევარ ფორმატზე-1. მინისტრო, (და არავითარი ბატონო აქ… დამთავრდა ბატონობითა და რევერანსებით საუბარი!!!)თქვენ მილიონები გაქვთ…მე – ამ კვირაში უხელფასო შვებულება და ბანკის (ხელფასზე დიდი) ვალი…2. მინისტრო, მამაჩემი ომის პატიოსანი ვეტერანია!!!
პ.ს. ჯერ კიდევ ცოცხალი და დიდხანს მინდა იცოცხლოს!!! დედაც ადრე დავკარგე..
პედაგოგები დირექტორის არჩევის წესის ცვლილებასა და სახელფასო ანაზღაურების ზრდას ითხოვენ. მაია ეკალაძესთან ერთად სამინისტროსთან ღამეს ათენებს მასწავლებელი დავით ფერაძე.
განათლების სამინისტროსთან მიმდინარე პროტესტს არასამთავრობო ორგანიზაციები ერთობლივი განცხადებითაც გამოეხმაურნენ. ისინი განათლების მინისტრს მოუწოდებენ, რომ დემოკრატიულ პროცესს დაუბრუნდნენ.
საჯარო სკოლების დირექტორების კანდიდატები შაბათს, 9 დეკემბერს საპროტესტო აქციას აანონსებენ.
კომენტარები