ჟურნალისტი, ლაურა აბრამია:
ცოტა კომიკურ სიტუაციაში აღმოვჩნდი და ახია, დაახლოებით 1 კვირის წინ ერთ-ერთი სავაჭრო ცენტრის შესასვლელ შლაგბაუმს მიმდგარი მანქანა, უცებ მოწყვეტით უკან წამოვიდა, არც ისე ახლოს გაჩერებულზე მოგვეჯახა, ანუ შესვლა გადაიფიქრა და “დასიგნალების” მიუხედავად “დაზადნა” და გვხია, გოგო იყო, ხატია.მეუღლის ახლობელი მახლდა საქმეზე, ის იჯდა საჭესთაბ, (რაღაც უნდა წამოგვეღო იმ “საბა”დან და კაცმა პატივი მცა და გამყვა) გადმოქანდა ეს გოგო, რას აკეთებზე თვალები დაქაჩა, რა მოხდა, ვერ დაგინახეთო, არ დაძრა დაზღვევაში ვრეკავ-ზე ლამის ფეხებში ჩაუვარდა ამ ახლობელ კაცს, არ გინდათ, პატრული მოვა, დამაჯარიმებს, ამ დაზიანებას ავანაზღაურებ, მოვილაპარაკოთო, ამ ახლობელმაც მავედრებელი თვალებით რომ გადმომხედა, კარგი მეთქი და გადავაყენეთ მანქანა თუ არა, ერთ წუთში ეს გოგო ისე “აგვიბლატავდა”, ჩქარა დაიწერეთ ნომერი ნუ ჯააან მეჩქარებაო, იმიტომ გადავაყენე რომ ჯაან, აი ჯაანმეჩქარებაო, (ანუ მან გადააყენა თორემ სულ არ უთხოვია და საერთოდ ჩვენ დავეჯახეთ)მერე ტელეფონს არ პასუხობდა იმ დღეს საერთოდ. როცა მიპასუხა, რატომ თიშავდით თქო, ისეთი სამსახური მაქვს არ შეიძლება ტელეფონზე საუბარი, ახლა გარეთ გამოვედიო, რომ ვუთხარი რაც ჯდებოდა დაზიანება, ისე დაიწყო ვაჭრობა -მეთქი, ვინც მახლდა იმას დაგაკავშირებთ იმას ჩაურიცხეთ-თქო, კიო, ჩემი მეუღლე დაურეკავს და შეთანხმდებიანო.მეგონა მოგვარდნენ, კი მომიყვანა მანქანა გაკეთებული იმ ახლობელმა დღეს, მაგრამ ძლივს ვათქმევინე, რომ მაგ ხატია ტელეფონს უთიშავდა მთელი ეს დღეები და ხან ბავშვი მყავს ცუდადს იმიზეზებდა და ხან რას, და ის ვერ ვათქმევინე აანაზღაურა თუ გადააგდო ბოლოს.აი ასეთი ხატიებიც მოძრაობენ ქალაქში, ფბ-ზეც ვიცი ეს გოგო, მისი სამსახურიც და ა.შ. ქმარიც, მაგრამ რაზე გავეკიდო ასეთ ყველაფრისმკადრებელს, მართლა ვერ წარმომედგინა ასეთი გოგოები თუ არსებობდნენ.
კომენტარები