მწერალი, ლუკა ბაქანიძე, Lukrecio Bakanidze გვერდზე წერს:
ფბ რო გავააქტიურე ასე 2015-ში, არადა ძაან ვემტერებოდი სოცქსელებს მაგრამ სანდო წყარომ მითხრა კაი ნაშობა იყრებაო ხოდა გავააქტიურე მოკლედ, და ეგრევე მართლაც რომ მაგარ ნაშასთან დავამყარე ვირტ-კონტაქტი. შევხვდი მოკლედ მალევე ოპერასთან აგერ, შემიყვანა სკვერში, ვლაპარაკობთ რაცხას, მეთევზე რო ვარ ჯერ არ ვუმხელ, არ მინდა უზღვავი ბედნიერებისგან ემოციურმა შოკმა ხიოს მეთევზე რო გამოვდექი, სიურპრიზად ვუნახავ ამ ინფოს, საკონტროლო გასროლად, და უცებ მეუნება, ლუკა – მაშინ ლუკრეციო არ ვიყავი და ლუკავ, ერთი სათხოვარი მაქვს და თუ შემისრულებ ძაან გამახარებო. მე მაშინაც უფულო ტიპი ვიყავი და მეცვალა ფერი, მეთქი რა ჯანდაბა უნდა ეხლა ამას, დავაი მითხარი რა გინდა, ვეუნები, შეგისრულებ ყოველს, არადა მაქსიმუმ ჩამოსასხმელი ვოდკა ვუყიდო და იმასაც მე დავულევ, და ბოლოს ამოღერღა: ძალიან მინდა რო მომნათლო. მეთქი ვათ? ხო რა, მონათლული არ ვარ და მინდა რო ჩემი ნათლია გახდე შენო. აი მანდ ცხოვრებაში პირველად და უკანასკნელად მოვახდინე ტელეპორტაცია და იმენა გავქრი იმ სკამიდან და არც ფბზე შემიხედავს კაიხანს. იმიტომ გამახსენდა, გუშინ ქაშუეთიდან გამოდიოდა ეგ გოგო, გოგო რა, აწ უკვე დამა და მიცნო, ბოვში ახლდა და კაცი. მონათლა ალბათ ვიღაცამ.
კომენტარები