ბასილ კობახიძე სოციალურ ქსელში წერს:
“მარტო მე უკვე ათზე მეტი სასულიერო პირი ვიცი, ვისაც კოვიდმა წაართვა ოჯახის უახლოესი წევრები: მეუღლე, და ან ძმა. და მაინც ან ჩუმად არიან ან ვაქცინის დემონიზებას ახდენენ. დალოცვილებო ახლა მაინც ამოიღეთ ხმა თქვენი უახლოესი ადამიანების ხსოვნის პატივისცემის გამო. მაგრამ არა, ისევ “სასწაულები” და “მადლები” აკერიათ პირზე. ეს ხომ უკვე კონფორმიზმი ან შემოსავლის შენარჩუნების მცდელობაც აღარაა, ეს უკვე დაავადებაა. მართლმადიდებლობა საქართველოში კოვიდის მსგავს დაავადებად აქცია სამღვდელოებამ, ხოლო მღვდლობა ამ დაავადების უმძიმეს ფორმად.”
კომენტარები