ორგანიზაცია “სირცხვილიას” ერთ-ერთი დამფუძნებელი, ნოდარ რუხაძე, სოციალურ ქსელში, წერს:
“ამ სისტემაში არიან ადამიანები, რომლებსაც მარტივად შეუძლიათ ბორკილებდადებულ ადამიანს ურტყან წიხლები და ფორმის გახდით დაემუქრონ.
ამ სისტემაში არიან ადამიანები, რომლებიც ძალიან ბრაზობენ, რადგან სამოქალაქო აქტივისტების დაკავება 10 საათამდე მოხდა და არა 10-ის შემდეგ.
ამ სისტემაში არიან ადამიანები, რომლებიც 25 საათის განმავლობაში ძმობას გეფიცებიან და პროცესზე შენს წინააღმდეგ აკეთებენ ცრუ ჩვენებას.
ამასთან ერთად, ამ სისტემაში არიან ადამიანები, რომლებიც ფურცლის პატარა ნაგლეჯს სწრაფად აცურებენ მაგიდაზე, გაკითხებენ წარწერას – “წარმატებები” და ისე სწრაფად კუჭავენ, რომ აღება ვერ მოასწრო.
ამ სისტემაში ასევე არიან ადამიანები, რომლებიც 28 წელია ემსახურებიან სახელმწიფოს და ახლა ამბობენ, რომ არსად აქვთ წასასვლელი, მაგრამ უნდათ.
ამ სისტემაში ასევე არიან ადამიანები, რომლებიც ამბობენ რომ ბრძოლა უნდა გავაგრძელოთ და შედეგი აუცილებლად დადგება.
დაბოლოს, სისტემაში არიან ძალიან ახალგაზრდა მსხვერპლები, ადამიანები, რომლებიც ცრუ ჩვენების მიცემის დროს თვალებს ვერ გისწორებენ.
ბზარები აქვთ გაჩენილი და ვერ გიყურებენ.
ბზარები აქვს სისტემასაც და ნელ-ნელა ტყდება.
ყველაზე კარგად ამას შიგნით გრძნობენ.
ამას აღიარებენ, აკვირდებიან და ყველაზე მეტად თვითონ უცდიან მის ჩამოშლას.
პ.ს. მადლობას გიხდით ყველას.
განსაკუთრებული მადლობა ადვოკატებს, სახალხო დამცველის აპარატს, მედიებს, ოჯახს, მეგობრებსა და რუსთაველზე შეკრებილ შეშლილებს.
ჩვენი პროცესი გადაიდო ხვალისთვის, 15:00 საათზე საქალაქო სასამართლოში.
ახლა კი ყველას სათითაოდ მოგწერთ და მოგესიყვარულებით.
ისევ პ.ს. ჩემს სამეულში ძალიან გამიმართლა.”
კომენტარები