,,ახალის” დამფუძნებელი, ნიკა გვარამია:
,,მორჩით სამართლებრივ კაზუისტიკას. ვის რაში აინტერესებს ცესკო და პარლამენტი როგორ განმარტავს კონსტიტუციას და კანონს?! მარტო ამ ნაწილშია სანდო ეს სიყალბის სიმბოლო დაწესებულებები და დანარჩენში ტყუის?!
კამერის წინაშე დავდეთ პირობა, რომ პარლამენტში არ შევა არავინ წარდგენილი სიიდან. ამას ითხოვს ხალხი, ეს გავაკეთეთ ჩვენ, რამდენჯერაც საჭირო იქნება, იმდენჯერ გავაკეთებთ და არ უნდა ამას მიზეზების ძიება და პარლამენტში შესასვლელად უკანა კარის ღიად დატოვება!
მახსოვს 2020შიც “არალეგიტიმურია ეს პარლამენტი და ჩვენი შესვლით არ მივანიჭებთ ლეგიტიმურობას” ტექსტები და ამის მერე პარლამენტში შელაგებული ამ ტექსტის ავტორებიც გადასარევად მახსოვს”
კომენტარები