რუსთავის საკრებულოს თავმჯდომარე ლევან ონიანი აცხადებს, რომ “ელენე ხოშტარიასთვის არ უგინებია, როგორც ქალბატონისთვის”. ონიანი უცენზურო ფეისბუკ-პოსტისთვის ბოდიშის მოხდას არ აპირებს. ამის შესახებ ონიანმა “მთავარ არხს” განუცხადა.
“ელენე ხოშტარიასთვის ლევან ონიანს არ უგინებია, როგორც ქალბატონისთვის. ელენე ხოშტარიას ლევან ონიანმა ის ემოციური პოსტი დაუწერა და არა მარტო მას, იქ მიშა სააკაშვილიც იყო ნახსენები, რომელსაც არანაკლები ემოციური პოსტი მივუძღვენი. აქედან გამომდინარე, ნუ აკეთებთ აქცენტირებას… რატომ არ იქნა აღნიშული სააკაშვილი, იქ ნახსენები იყო შუაშისტებიც. არ გაგიჩნდათ კითხვა, ეს შუაშისტები ვინ არიან? მაგალითად, ეს შუაშისტები ხართ თქვენ, ადამიანები, რომლებიც იძახით, რომ ხართ ჟურნალისტები. არადა, ამ დროს ნაცმოძრაობის პიარსამსახურები ხართ. ეს არის შუაშისტები”, – უთხრა ონიანმა “მთავარ არხს”.
“ნამდვილად არ ვაპირებ, რომ ბოდიში მოვუხადო. არსებობს ისეთი ქმედებები, სადაც ჩემი გინება ყველაზე პატარა ცოდვაა, რაც გლობალურად მოხდა”.
ლევან ონიანს რაკი ასე ეწყინა, რომ ელენე ხოშტარიას გინებაზე გაამახვილა მედიამ ყურადღება, ახლა სააკაშვილის ფოტოს გვერდით დავდებთ მის ფოტოს – ასე უკეთესია, ბატონო ლევან?
რატომღაც ლევან ონიანი თავის თავზე მესამე პირში საუბრობს, იქნებ იმიტომ, რომ ეს სხვა ლევან ონიანი იყო და იქნებ, სხვა ლევან ონიანმა არ იცის, როგორ იწერება სიტყვა – “შეურაწყოფა”?
შეგახსენებთ, გუშინ ლევან ონიანმა დაწერა:
“ოკუპანტის ჰიმნით რომ პარლამენტში შეხვალ არის თუ არა ეს ჩვენი გმირების საფლავების შეურაწყოფა… მაპატიეთ მაგრამ ყველას დედას შე@ეცი მე ხოშტარიათი დაწყებული , შუაში “შუაშიშტების” და თავში მათი ლიდერი სააკაშვილის ალალი გულით და დედის ტ@ვნის სურვილებით
ლევან ონიანის ფეისბუკ-აქტივობა ფართო საზოგადოებრივი ყურადღების ქვეშ პირველად გასულ წელს მოქეცა, როდესაც ინგა გრიგოლიას გიორგი გახარიასთან ინტერვიუს შემდეგ დაწერა: “ინგა ჩივის უკონტაქტო გაუპატიურებისთვის“ – შემდეგ კი თქვა, რომ გრიგოლიას არ გულისხმობდა, თუმცა ბოლოს ბოდიში, პარტიასთან და მის ოჯახთან ერთად, გრიგოლიასაც მოუხადა
კომენტარები