გერმანიაში მცხოვრებ ახალგაზრდა ქალს, რომელიც ერთ-ერთ საოპერო დასში მღერის, კორონავირუსი დაუდგინდა. აღნიშნულთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში პოსტი ლიკა ბასილაიამ გამოაქვეყნა.
“გერმანიაში ცხოვრობს და ერთ-ერთ საოპერო დასში მღერის ქართველი ახალგაზრდა ქალი (აქ დედამ არ იცის, რომ მისი შვილი ასეთ დღეშია, ამიტომ არ ვწერ ვინ არის) დაუდგინდა კორონავირუსი, 3 დღეა წევს მარტო სახლში 39 სიცხით, საქართველოს საელჩო არის მიუწვდომელი!!! ვინმემ უშველეთ!!” – დაწერა ბასილაიამ.
აღნიშნული ინფორმაციის გავრცელების შემდეგ AMBEBI.GE დაინფიირებული ქართველი გოგონას უახლოეს მეგობარს დაუკავშირდა, რომელიც დილიდან ცდილობს მეგობრის პრობლემასთან დაკავშირებით ხმა საქართველოს შესაბამის უწყებებს მიაწვდინოს.
“ორი წელია იქ ცხოვრობს და ერთ-ერთ დასში მღერის. 4 დღის წინ მათ დასში ერთ-ერთ მომღერალს კორონავირუსი დაუდგინდა. დასის დანარჩენ წევრებსაც დაეწყოთ სიმპტომები – წელის ტკივილი, ხველა, 38 გრადუსი სიცხე. ჩემი მეგობარი დასის წევრებთან ერთად მივიდა ლაბორატორიაში და საველე პირობებში მოხდა ტესტის აღება. დღეს 4 საათზე მოუვიდა დადებითი პასუხი.
რაშია ახლა პრობლემა – უთხრეს, რომ სახლში უნდა იყოს და დაელოდოს გამწვავებას. ყოველწამს ვესაუბრები, აქვს სუნთქვის გაძნებელა, ახლა სიცხე არ აქვს, მაგრამ ყელი სტკივა. დასის დანარჩენი წევრები უფრო მსუბუქად არიან. ჩემი მეგობარი 30 წლამდე ადაკის არის და საკმაოდ რთულად მიმდინარეობს მის შემთხვევაში ვირუსი. თავად როგორ უნდა დაადგინოს გართულების დონე?!
ძლაიან ძლიერი ადმაიანია, მაგრამ ბევრი სხვადასხვა ფაქტორის გამო პანიკაშია. პირველი, ის რომ სხვისგან გადაედო, ასევე აქ მშობლებმა, რომ გაიგონ გაგიჟდებიან. მარტოა გამოკეტილი ოთახში… უთხრეს იბუპროფენი არ დალიოოო. არადა სიცხემ რომ აუწიოს, რა დალიოს ისიც არ იცის. ალბათ გერმანიის ჯანდაცვას ამ პირობებში სჭირდება ადაპტაცია, მაგრამ ამ წუთას ასეთი სიტუაციაა.
ჩემი მეორე მეგობარი იტალიაშია და თავს ისიც ცუდად გრძნობს, იმას ტესტიც კი არ გაუკეთეს. იტალიაში რაღაც ნიშნულს თუ არ მიაღწევს სიცხე, მანამდე ტესტსაც არ უკეთებენ” – ამბობს დაინფიცირებული გოგონას მეგობარი, რომლის სახელს და გვარს მისი თხოვნით არ ვასახელებთ.
ასევე AMBEBI.GE დაუკავშირდა ლიკა ბასილაიას, რომელმაც თავდაპირველად გაავრცელა ინფორმაცია. მისი თქმით, “ფეისბუქზე” ინფორმაციის გავრცელების შემდეგ საგარეო საქმეთა სამინისტროდან დაუკავშირდნენ. როგორც ბასილაიამ აღნიშნა, დაინფიცირებულ ქართველ გოგონას სამშობლოში, სავარაუდოდ, სპეცრეისით ჩამოიყვანენ.
“დამირეკა ჯერ მინისტრის თანაშემწემ, შემდეგ მინისტრმა ზალკალიანმა და თქვა, რომ ყველაფერს გააკეთებენ ამ ადამიანის დასახმარებლად. ისე მე ვურჩიე, რომ ჩვენი თანამოქალაქეების გამოსახსნელად, ვინც იქ ავად გახდა კორონავურუსით, ცალკე თვითმფრინავი უნდა გამოყონ”
კომენტარები