მარწყვის სმუზი ადვილად მოსამზადებელი და ყველა ასკისთვის საყვარელი გამაგრილებელი სასმელია. ერთი ჭიქის მოსამზადებლად დაგჭირდებათ:
100 გრამი მარწყვი
1 სუფრის კოვზი შაქრის პუდრა ანდაც თაფლი (შეგიძლიათ სიტკბო მოუკლოთ ან მოუმატოთ გემოვნების მიხედვით)
100 მლ მარწყვის ან ბერძნული იოგურტი
მომზადება:
კარგად გარეცხილი უყუნწო მარწყვი დავაბლენდეროთ, შევურიოთ იოგურტი, თაფლი ან შაქრის პუდრა, ჩავასხათ ჭიქაში და შევდგათ მაცივარში.
როდესაც კარგად გაცივდება, შეგიძლიათ ყინულის კუბიკებიც დაამატოთ და გემრიელად მიირთვათ.
კომენტარები