58 წლის ასაკში ირლანდიელი მსახიობი რეი სტივენსონი გარდაიცვალა. მსახიობი გადაღებებზე იტალიაში იმყოფებოდა, სიკვდილის ზუსტი მიზეზი ამ ეტაპზე უცნობია, იტალიური მედიის ინფორმაციით სტივენსონი შაბათს საავადმყოფოში გადაიყვანეს.
სტივენსონმა კარიერა 90-იან წლებში დაიწყო. პოპულარობა HBO-ს სერიალ Rome-ში შესრულებულმა მეორეხარისხოვანმა როლმა მოუტანა. Marvel-ის კინოსამყაროში(MCU) მოხვდა ორჯერ, პირველად ფილმში Punisher: The War Zone შეასრულა ფრენკ კასლის, იგივე ფანიშერის როლი. მოგვიანებით MCU-ს გვიანდელ ფილმებში შეასრულა თორის თანამებრძოლისა და მეგობრის, ვოლსტაგის როლი. სერიალ Dexter-ის მეშვიდე სეზონში განასახიერა უკრაინელი განგსტერი ისააკ სირკო. ერთ-ერთი ბოლო როლები შესრულებული აქვს ინდურ ბლოკბასტერში RRR და Star Wars-ის სამყაროზე დაფუძნებულ სერიალში Ahsoka.
კინოსა და ტელევიზიის პარალელურად თამაშობდა თეატრში, ლონდონის სამეფო ეროვნული თეატრის სცენაზე.
კომენტარები