ქართული ოცნების დეპუტატმა, პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა განაცხადა. რომ “კახა კალაძეს პიარკამპანია არ სჭირდება და შესაბამისად, მისი ქმედებები პიარკამპანიისთვის მიმართული არ არის, მით უმეტეს, ამ დროს”-
“სამწუხაროდ, ესეც არის პოლიტიკური ოპონენტების მიერ მათი დღის წესრიგის ისე წარმოჩენა, რომ თვითაქტუალიზაცია მოახდინონ. თითქოს, კახა კალაძე ამ რთულ სიტუაციაში, როდესაც ბავშვი გარდაიცვალა და ტრაგედია მოხდა, პიარკამპნაიით არის დაკავებული” – თქვა ოხანაშვილმა.
შეგახსენებთ, გუშინ კახა კალაძემ ვაკის პარკში მომხდარი ტრაგედიის დროს დაშავებული მოზარდი მოინახულა და ლაზარეს ბურთი და საკუთარი საფეხბურთო მაისური აჩუქა., რასაც არაერთგვაროვანი გამოხმაურება მოჰყვა.
კომენტარები