ცნობილი იაპონელი დიზაინერი კენზო ტაკადა 81 წლის ასაკში კორონავირუსის ინფექციით გარდაიცვალა.
ის პარიზის ერთ-ერთ კლინიკაში, 4 ოქტომბერს ინფექციის გამწვავების შედეგად გარდაიცვალა.
კენზოს მიერ დაარსებული მოდის სახლი „KENZO“ ტვიტერზე აღნიშნავს, რომ კენზო ტაკადა ნახევარი საუკუნის განმავლობაში მოდის ინდუსტრიის ერთ-ერთი სიმბოლო იყო. „მას მსოფლიოსთვის ფერი და შემოქმედება მოჰქონდა“ – წერია ტვიტერზე გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.
კომენტარები