ფრაქცია “ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატმა რომან გოცირიძემ, ყოფილ პრეზიდენტს, მარგველაშვილს უპასუხა და განაცხადა:
“ვინც ამბობს, პარლამენტის წევრის მანდატი დატოვეთო, ვაშინგტონში ჩვენს პარტნიორებს სწორედ პარლამენტის სტატუსით ხვდება – სასაცილოა ეს ყველაფერი!
მათ ურჩევნიათ ვიყოთ ქუჩაში, რათა საერთაშორისო ურთიერთობებს მოვწყდეთ. თუკი დეპუტატის სტატუსი არა გაქვს, არც ერთი კონგრესმენი არ შეგხვდება და არც პარტნიორები დაიჭერენ ურთიერთობას. არჩევნები მოვიდა – სჯობს, არჩევნებისთვის მოვემზადოთ და მინიმალური რესურსები რაც გვაქვს, ის გამოვიყენოთ. გიორგი მარგველაშვილმა თქვა, პარლამენტი დატოვეთო – მას რომ დაეტოვებინა პრეზიდენტის პოსტი, როცა ჩაგრავდნენ, მაშინ ჩვენ არ მოგვიწევდა პარლამენტის დატოვებაზე დღეს საუბარი“
გიორგი მარგველაშვილი ოპოზიციას პარლამენტის დატოვებისკენ მოუწოდებს
კომენტარები