ენმ-ის წევრი, კობა ხაბაზი, სოციალურ ქსელში, წერს:
“თეა წულუკიანმა შემაძრწუნებელი ზიზღით ილაპარაკა დახეულ ჯინსებზე…
არც ფროიდი ვარ და არც იუნგი, მაგრამ ქვეცნობიერიდან ამოხეთქილი ზიზღის მიზეზი, ალბათ მისი მამის მიერ გამოტანილ უამრავ სასიკვდილო განაჩენში, თვითმფრინავის ბიჭების სასამართლოში უნდა ვეძიოთ…
დიახ, მას სძულს ჯინსების თაობა, მას სძულს ყველა და ყველაფერი, რაც თავისუფლებას უკავშირდება და ამ ზიზღში მთელი მისი ბოღმაა ჩაქსოვილი, ბოღმა, რომელიც მამის სამარცხვინო გადაწყვეტილებების და დაკარგული ლაღი ახალგაზრდობის გამო წლების განმავლობაში გროვდებოდა…”
კომენტარები