ამ პროცესზე უნდა მოხდეს აღკვეთის ღონისძიების გაუქმება და მიხეილ სააკაშვილს დღესვე უნდა მიეცეს სატელეფონო ზარების განხორციელების უფლება – ამის შესახებ მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა ბექა ბასილაიამ ექსპრეზიდენტის მონახულების შემდეგ ჟურნალისტებთან განაცხადა. მისი თქმით, პენიტენციურ სამსახურს მიხეილ სააკაშვილი სასამართლო პროცესზე არ გადაჰყავს.
„მას უკვე დაეწყო შინაგანი ტკივილები, ამავდროულად, ახლა ყველამ ვიცით, რომ არის სასამართლო პროცესი. სასამართლო პროცესზე პენიტენციურ სამსახურს მიხეილ სააკაშვილი არ გადაჰყავს, უფრო მეტიც, გუშინ საღამოს არც კი აცნობეს, რომ სასამართლოდან იყო მოთხოვნა მოსული სასამართლო პროცესზე. საერთოდ არც კი მსჯელობს პენიტენციური სამსახური, რაიმე სხვა ფორმით ხომ არ მიიღებს მიხეილ სააკაშვილი მონაწილეობას პროცესზე. მიუხედავად დიდი ტკივილისა, მას ჰქონდა სურვილი გამოცხადებულიყო სასამართლო პროცესზე და მიეღო პროცესში მონაწილეობა.
პროცესზე ჩვენ დავაყენებთ საკითხს რომ სასამართლომ უზრუნველყოს მიხეილ სააკაშვილის გამოცხადება. ამ პროცესზე უნდა მოხდეს აღკვეთის ღონისძიების გაუქმება და მიხეილ სააკაშვილს დღესვე უნდა მიეცეს სატელეფონო ზარების განხორციელების უფლება. ეს არის ტესტი იმისა, გონს ოდნავ მაინც მოეგნენ, თუ არა“, – განაცხადა ბექა ბასილაიამ.
კომენტარები