ნოდარ მელაძე, რუსთავი2-ის გამოქვეყნებულ აუდიომასალას ეხმაურება, რომელშიც, მედიის მტკიცებით, გიული ალასანიას საუბარია ჩაწერილი (საუბრის ავთენტურობა დადასტურებული არ არის) და სადაც, მედიისვე ცნობით, სავარაუდოდ, გიული ალასანია ამბობს, რომ ბიძინა ივანიშვილის საწინააღმდეგოდ, ნოდარ მელაძეს მასალებს რუსები აწვდიან.
ნოდარ მელაძე იხსენებს და აქვეყნებს მასალას, რომელიც მან და მისმა გუნდმა მოამზადეს და რომელიც ქართული და რუსული სპეცსამსახურების საიდუმლო თანამშრომლობაზეა და წერს:
“კი მასალებს ივანიშვილის წინააღმდეგ, ბორტნიკოვი გომელაურს ატანს ხოლმე :)) ვაი თქვენს პატრონს.”
კომენტარები