ახალი საპარლამენტო სახე, თეონა აქუბარდია, რომელიც დეპუტატია ,,სტრატეგია აღმაშენებლის” გუნდიდან გახდა, ტელეკომპანია ,,კავკასიის” მფლობელის, დავით აქუბარდიას ქალიშვილია პირველი ქორწინებიდან. თეონას დედა დისიდენტი, ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის წევრი, პოეტი ლია ბედოშვილი გახლავთ.
ლია ბედოშვილს და დავით აქუბარდიას სამი შვილი ეყოლათ, მოგვიანებით კი გაშორდნენ. დავით აქუბარდიამ ცოლად ჟურნალისტი ნინო ჯანგირაშვილი შეირთო. თეონა აქუბარდია ისტორიკოსი და უსაფრთხოების საკითხთა ექსპერტია. ორი ქალიშვილის დედაა. იგი ჟურნალ “სარკესთან” ამბობს:
-მამა იგივეა ცხოვრებაშიც. ფილმ ,,ცისფერ მთებში” რომ ზაზა ზაზაევიჩია, დაახლოებით ამ ტიპაჟის არის. ფილოსოფიურად უყურებს ცხოვრებას.დედა პოეტია და მას მუდამ თავისი სამყარო ჰქონდა. მამა დადიოდა ჩვენს მშობელთა კრებებზე, ექსკურსიებზე…
მამა თავისებური და განსხვავებული ადამიანია და ეს განსხვავებულობა ძალიან მომწონს. თბილი და უშუალო ადამიანია. მისი ჰობია მშრალ ხიდზე სეირნობა. ერთხელ მითხრა, წამომყევი, დავათვალიეროთო. არაფერი უყიდია, მაგრამ ყველას გამოელაპარაკა და იცოდა, ვისი შვილი როგორ იყო, ვისმა შვილიშვილმა სად ჩააბარა… მომწონს, რომ ეს უბრალოება აქვს და ხალხს უყვარს.
მაშინ 15 წლის ვიყავი. ეს ყველაზე რთული ასაკი იყო და თან ძალიან მძიმე პერიოდში, თუმცა მოვახერხეთ, რომ ურთიერთობები გაგვეგრძელებინა ისევე, როგორც მანამდე, მიუხედავად იმისა, რომ მამა ჩვენს ოჯახში უკვე აღარ ცხოვრობდა. მე და ჩემმა ქმარმა ბევრად უფრო ცივილიზებურად მოვახერხეთ ეს ყველაფერი და შვილების ინტერესები ამ შემთხვევაში ბევრად უფრო გათვალისწინებული იყო. კარგი მეგობრები ვართ.
-როგორი ურთიერთობა გაქვთ მამათქვენის ცოლთან, ნინო ჯანგირაშვილთან?
-ნინო ჩემზე 7 წლით უფროსია. არადა ხშირად ჰგონიათ, რომ მისი შვილი ვარ. მაქვს ისეთი ურთიერთობა, როგორიც უნდა მქონდეს ასეთ დროს. რომ გითხრათ, ხშირი ურთიერთობა გვაქვს-მეთქი, ასე არ არის, თუმცა ის მამაჩემის ცოლია. ძალიან ახლო ურთიერთობა გვაქვს ჩვენს ძმასთან, ნინოს შვილთან, ნიკასთან, რომელიც ახლა პირველი კურსის სტუდენტია…
წყარო – sarkenews
კომენტარები