ნაცმოძრაობის წევრი, გიორგი კაპანაძე:
„მეგობრებო,
1. თუ ვთვლით რომ მთავარი ოპოზიციური პარტიის თავმჯდომარემ ყველაფერი გააკეთა პრეზიდენტ სააკაშვილის ტყვეობიდან გამოსახსნელად და 14 ოქტომბრის მიტინგის დაშლა სწორი გადაწყვეტილება იყო;
თუ ვთვლით რომ რუსთაველიდან შიმშილობის აქციის კახეთის გზატკეცილზე გადატანით უფრო დიდი დისკომფორტი შევუქმენით რეჟიმს;
თუ ვთვლით რომ შორ თუ ახლო მანძილზე ამომრჩევლის უმიზნოდ ტარებამ ოლიგარქი დაასუსტა;
თუ ვთვლით რომ მოქმედი თავმჯდომარე მაქსიმალურად იბრძვის, პირობას ასრულებს ცხელ შემოდგომაზე, საეტაპო ბრძოლაზე, რიგგარეშე არჩევნებზე, ამომრჩეველს არ ამუნათებს, აქვს პასუხისმგებლობის გრძნობა, ზრდის პარტიის რეიტინგს, ეფექტურად უპირისპირდება რეჟიმს, მოკლედ ყველაფერი კარგად არის და ცვლილებები და განახლება არ გვჭირდება, მაშინ, მხარი უნდა დავუჭიროთ მას, ანუ დღეს არსებულ ნაციონალურ უძრაობას.
2. ხოლო თუ მიგვაჩნია რომ დღევანდელმა თავმჯდომარემ შეამცირა პარტიის რეიტინგი, დაკარგა ნდობა და ლეგიტიმაცია, დაუშვა ბევრი გამოუსწორებელი შეცდომა, მაქსიმუმი არ გააკეთა პრეზიდენტ სააკაშვილისათვის, რომლის საკითხიც არ იყო მთავარი თემა მისთვის, ვერ გასცდა ცრუ ანონსებს, დიდი ოპოზიციური პარტია ვიწრო-კლანურ პლატფორმად გადააქცია, საიდანაც ხალხი უკვე გარბის, მაშინ უნდა ავირჩიოთ ყველაზე ღირსეული, სხვა კანდიდატებს შორის.
პირადად მე, მზად ვარ მაქსიმალურად ჩავერთო პროცესებში და ბოლომდე გვერდით დავუდგე იმ კანდიდატს, რომელსაც ექნება კონკრეტული ხედვა თუ როგორ გამოვიდეთ კრიზისიდან, დავეხმაროთ მესამე პრეზიდენტს და დავამარცხოთ ოლიგარქიული მმართველობა.
მჯერა რომ ძირეული ცვლილებები გარდაუვალია.
ასეც იქნება.“
კომენტარები