მწერალი, დინა მირცხულავა:
“როდესაც მის ღვაწლზე იწყებენ ლაპარაკს, მე ყოველთვის 2009 წელი მახსენდება…
ბავშვებს, რომლებმაც ეროვნული გამოცდების ჩაბარება უსახსრობის თუ სხვა მიზეზთა გამო ვერ შეძლეს – პატრიარქმა საღვთისმეტყველო ინსტიტუტის კარი გაუღო და იმ წელს ასეულობით ბავშვი მიუსხდა მერხს.
მეც მათ შორის….
იმ წელს ასეულობით გოგო/ბიჭი გადაურჩა ქუჩაში დგომას, აზარტულ თამაშებს, ნარკომანიას, ლოთობას და უბრალოდ უსაქმურობას…
მაშინ პატრიარქმა ასეთი სიტყვები თქვა – მღვდლები და მონაზვნები თუ არა, კარგი ადამიანები აუცილებლად გამოვლენო…
ათეულობით მღვდელი გამოიწრთო და გამოიზარდა იმ კედლებში, ბერიც
დღეგრძელობა პატრიარქს”
კომენტარები