პოლიტიკოსი, ირინა სარიშვილი:
“ერთი მოგონება ამომიტივტივდა ანაზდად: ვზივართ რეპეტიტორთან მისსავე ბინაში რამოდენიმე აბიტურიენტი. ამ დროს ერთ-ერთის დედა მოვიდა, რეპეტიტორი ადგა, გვერდით მაგიდასთან მიიწვია ეს დედა, ყავას სვამენ და რაღაც ჟელეიან ნამცხვარს მიირთმევენ. ჩვენ ვზივართ, ვმეცადინეობთ. უცებ დედა ეძახის თავის შვილს – მოდი გასინჯე რა გემრიელიაო. ესეც ადგა, მივიდა, პირი გაუღო გამოწვდილ კოვზს, აუ რა კარგიაო, და წამოვიდა უკან. გაოგნებული ვუყურებდი, რადგან მეგონა გაბრაზდებოდა დედის საქვიელზე, ანუ ჩვენებურად, გაუტყდებოდა, ის კი იჯდა ძალიან ამაყი და კმაყოფილი ჩემდა გასაოცრად. მაშინ პირველად ვიგრძენი უცნაური, ზიზღის მაგვარი რაღაც ჩემ თავში მის მიმართ და მსუბუქად მისი დედის მიმართაც, მსუბუქად, რადგან დედამისი პრემიერმინისტრი არ იყო.”
კომენტარები