ფოტო – ბათუმელები
ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე ჩამონგრეულ სადარბაზოსთან მაშველები განათებას ამონტაჟებენ.
აქვე ახლოს გაშლილია სამხედრო კარავი მაშველებისთვის.
ნანგრევებთან სამძებრო სამუშაოები 6 საათზე მეტია გრძელდება, თუმცა ამ დრომდე ნანგრევებიდან არავინ ამოუყვანიათ. სავარაუდოდ, სახლის ნანგრევებში 10-15 ადამიანია.
ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე, 6-სართულიანი სახლის სადარბაზო დღეს, 8 ოქტომბერს, მოულოდნელად ჩამოინგრა.
კომენტარები