ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს ცნობით, მაშველებმა გიორგი სააკაძის ქუჩა N191-ის მიმდებარედ, კერძო ტერიტორიაზე რკინა-ბეტონის კონსტრუქციისა და სინკარების ქვეშ ჩაცვენილი ლეკვები ამოიყვანეს. მაშველებმა დაახლოებით 5 ტონა სიმძიმის კონტრუქციის ქვეშ შეძრომა მოახერხეს და ლეკვები უსაფრთხოდ ამოიყვანეს.
ლეკვების მოვლა-პატრონობაზე პასუხისმგებლობა ადგილობრივმა მაცხოვრებელმა აიღო, რომელიც აქამდეც ზრუნავდა მათზე.
? შინაური კომპანიონი ცხოველების დახმარების ცხელი ხაზი – 032 2 421 424.
კომენტარები