მაშველებმა მტკვარში დაკარგული კაცის ცხედარი იპოვეს.
ცხედარი ოჯახის მიერ იდენტიფიცირებულია.
საძიებო სამუშაოებში მონაწილეობდა 20 მაშველი, 3 მყვინთავი და ასევე მცურავი საშუალებები და ფსკერის სკანირების ხელსაწყო „ექოლოტი“. ცნობისთვის, მამაკაცს მტკვარში 2 აგვისტოდან ეძებდნენ.
სამძებრო სამუშაოებში ჩართული იყო მყვინთავების ჯგუფიც.
კომენტარები