ენმ–ის თავმჯდომარე, ლევან ხაბეიშვილი, პარლამენტში, შს მინისტრ, გომელაურს მიმართავს:
“რომ ამბობთ, რომ მაშველები გმირები არიანო – დიახ, გმირები არიან და ბატონო ვახტანგ, ფარად რომ გამოიყენეთ მაშველები, ხელზე ეს ხალხი იღებს 1,000 ლარს – 400 ლარს ტოვებს სესხში, მერე გადაიხდიან კომუნალურებს და გმირები არიანო რომ იძახით, ამ გმირებს რატომ ცივათ, რატომ სწყურიათ, რატომ შიათ და თქვენ როგორ იყიდეთ 547,000 ლარად სახლი? ნახევარ მილიონ ლარად როგორ მოახერხეთ, ვარკეთილში ცხოვრობდით პირველ მიკრო-რაიონში, წლებია კაცს აღარ უნახიხართ იქ. ბევრი ფული იშოვეთ და გაიქეცით აქედან. ასეთ რამეებზე რომ ლაპარაკობთ, კორუფცია არის თქვენი სამარკო ნიშანი”
კომენტარები