პიარტექნოლოგი, გიორგი კალატოზიშვილი:
“ახალი მესიჯ-ბოქსი გამოაგდეს – მაშველებს ნუ ლანძღავთ. მაშველები გმირები არიან. მაშველები თავის მაქსიმუმს აკეთებენ. აზიარებს ამას ტროლების ქარხანა, ბოტები, პარტაქტივი. იციან მშვენივრად, ვის ვლანძღავთ, ვინ არიან ანტიგმირები და ვინ არ გააკეთა თავისი მაქსიმუმი და ამის გადასაფარად ატეხეს ეს ისტერია. ერთი ბმული, ერთი პოსტი მაინც გვანახეთ, რომელშიც რეალური პირები მაშველებს ლანძღავენ! არ გაგივათ ეს იაფფასიანი ტრიუკი. როგორც ამ ქვეყნის ხელისუფლების ლანძღვა არ ნიშნავს ქვეყნის მოსახლეობის ლანძღვას, ისე არ ნიშნავს სისტემის ლანძღვა და კრიტიკა მისი რიგითი თანამშრომლების ლანძღვას! ვერ გაავლებთ მათ შორის ტოლობას!
კომენტარები