ქვეყანაში, ოქტომბერში 135 000 დოზა გრიპის ვაქცინა იქნება დაავადებათა კონტროლის ცენტრის მიერ შესყიდული, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ რუსთავი 2-ის ეთერით განაცხადა.
მისი თქმით, სკოლის მოსწავლეების მასობრივი ვაქცინაცია არც ტარდება და ამის აუცილებლობაც არც არის.
„ვაქცინაცია ძირითადად მაღალი რისკის ჯგუფებისთვის არის, რომელთაც ქრონიკული დაავადებები აქვთ და ასევე, ასაკოვანი ადამიანებისთვის. ჯერჯერობით ჩვენი მომზადება გრიპის ვირუსისთვის იქნება ის, რომ ჩვენი პირადი დაცვის საშუალებები გავააქტიუროთ”
შეგახსენებთ, გასულ წელს, პაატა იმნაძემ განაცხადა, რომ გრიპის ვაქცინა იმდენი შემოიტანეს რომ ქრონიკული დაავადებების ადამიანებს და ორსულ ქალბატონებს ეყოფათ.
მიუხედავად იმისა, რომ მთელი წლის მანძილზე, ჯანდაცვის სამინისტრო აგიტაციას უწევს გრიპის ვაქცინას, გრიპის სეზონის დროს, მხოლოდ მცირე ოდენობა შემოაქვს და გრიპის სეზონის ბოლოდან ისევ იწყებს მოწოდება, რომ გრიპის ვაქცინა კარგია და უნდა გავიკეთოთ!
გამოდის, მაღალი რისკის ჯგუფში ადამიანები დათვლილი გყოლიათ, 135 000 ყოფილა. როგორ დაითვალეთ კი არის საინტერესო.
გურიიდან დაგვაბარეს, ვაქცინა თუ არ არის საკმარისი, პრასი არ გვინდა, გვაქვსო!
ალია
კომენტარები