ფოტოები – BBC
დღეს ლონდონის ცენტრში ათასობით მოქალაქე შეიკრიბა უკრაინის მხარდასაჭერად. BBC წერს, რომ უზარმაზარი რაოდენობის ხალხი იყო შეკრებილი, დიდ ბრიტანეთში მცხოვრები უკრაინელები, პოლიტიკოსები, ცნობილი სახეები.
ლონდონში შეკრებილ ხალხს მიმართა კიევის მერმა, ვიტალი კლიჩკომ და უთხრა:
“გთხოვთ, იყავით ჩვენთან ერთად, უკრაინასთან ერთად.”
ლონდონის მერმა გამოაცხადა რომ 1,1 მილიონ ფუნტზე მეტია გამოყოფილი დაფინანსება მიგრანტების, ლტოლვილების და დიდი ბრიტანეთის დედაქალაქში თავშესაფრის მსურველთა მხარდასაჭერად და თქვა, რომ ის „აღფრთოვანებულია“ იმ ადამიანებით, ვინც უკრაინელ ლტოლვილებს დახმარება შესთავაზეს.
შეკრებილებს მიმართა დიდ ბრიტანეთში უკრაინის ელჩმაც. მან საზოგადოებას მოუწოდა გააგრძელონ უკრაინისთვის ჰუმანიტარული დახმარება და სანქციები მანამ, სანამ რუსეთის ეკონომიკა არ გაჩერდება.
კომენტარები