შინაგან საქმეთა სამინისტრო, დღეს, 26 თებერვალს ოპოზიციის მიერ დანიშნულ აქციასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. აქცია-მსვლელობის გამო დედაქალაქის ცალკეულ უბნებში 13:00 საათიდან ავტოტრანსპორტის მოძრაობა დროებით შეიზღუდა.
“საზოგადოებრივი წესრიგისა და უსაფრთხოების დაცვის მიზნით, 13:00 საათიდან დროებით შეიზღუდება გადაადგილება პეტრე მელიქიშვილის ქუჩასა და მერაბ კოსტავას გამზირზე.
მსვლელობისა და აქციის დროს ასევე შეიზღუდება გადაადგილება რუსთაველის გამზირსა და მასზე გამომავალ შემდეგ ქუჩებზე:
ალექსანდრე ჭავჭავაძის ქუჩა, მიტროფანე ლაღიძის ქუჩა, ბესიკის ქუჩა, ლესია უკრაინკას ქუჩა, ზაქარია ჭიჭინაძის ქუჩა, 9 აპრილის ქუჩა, ანტონ ფურცელაძის ქუჩა, არჩილ ჯორჯაძის ქუჩ, გია ჭანტურიას ქუჩა, რეზო ლაღიძის ქუჩა, ვასო აბაშიძის ქუჩა, მესხიას ქუჩა
ავტოტრანსპორტისთვის მოძრაობა შესაძლებელი იქნება შემდეგი ალტერნატიული გზებით: მარჯვენა სანაპიროსა და რეზო თაბუკაშვილის ქუჩის გავლით, ასევე, ჭონქაძის ქუჩის გავლით, ზემო ვერის მიმართულებით.
შსს-ს განცხადებით, მოძრაობა ჩვეულ რეჟიმში აქციის დასრულებისთანავე აღდგება
კომენტარები