პედაგოგი, ნინო მესხორაძე, სოციალურ ქსელში, წერს:
“დაიწყება ახლა: „მასწავლებელი გაშეშდა!“
მერე ერთ-ერთი რომ შეახსენებს ყველას:
„ბავშვებო, მასმა ხომ გვითხრა, როცა გავშეშდები, დამელოდეთ და მალე ავმოძრავდებიო?“
„ხოო, ხოო, გავჩუმდეთ და ამოძრავდება!“
(რაც მთავარია, ეს ყველაფერი მესმოდა და ვხედავდი, რატომღაც
„მას, თქვენი ხმა ჭყვიტინივით ისმის!“
„მას, ის ვინ იყო, ოთახში რომ გაიარა?“
ერთი-ორჯერ “შემაშინეს“ კიდეც – მეორე გაკვეთილზე რომ შევედი, მხოლოდ მათი მაგიდები ჩანდა. ვაჩხაკუნე მაუსი, ვატრიალე აქეთ-იქით მონიტორი, თან ბავშვების გასაგონად ვბუტბუტებდი: კაცო, წეღან აქ არ იყვნენ?.. ნეტავ, სად გაქრნენ?.. რატომ აღარ ჩანან, ხომ არ დავურეკო მშობლებს? ამ დროს ამოჰყოფდნენ თავებს და- ვუუ! – შესძახებდნენ – მას, შეგაშინეთ?- უჰ, კინაღამ გული გამისკდა! – ვეტყოდი და სიცილ-კისკისით ვაგრძელებდი გაკვეთილს
მართალია, წელს შეფერხებით დავიწყეთ სასწავლო წელი, მაგრამ არა უშავს, იმედია, უფრო მოტივირებულ და „ჭირსა შიგან“ გამაგრებულ ბავშვებს დავიბრუნებთ მალე, მთავარია, ერთ ადგილზე არ გავშეშდეთ, რათა „მოძრაობა და მარტო მოძრაობა არის ქვეყნის ღონისა და სიცოცხლის მიმცემი“-ო, თქვა ერთმა დიდმა ადამიანმა, წარმატებული სასწავლო წელი გვქონოდეს”
კომენტარები