დათო სამხარაძე:
“ჩემს სკოლაში იყო ერთი ცაცია გოგო.
პატარა, სიფრიფანა, ძალიან მხიარული და ლაღი..
რვეულის ბოლო ფურცელზე, ჩვენს კარიკატურებს ხატავდა ხოლმე მარცხენა ხელით და ჩვენ ძალიან გვწყინდა ყველას, რადგან
ზოგს დიდი ყურები გვქონდა, ზოგს დიდი ცხვირი და არ გვსიამოვნებდა…
კი კარგად სწავლობდა ეს გოგო, მაგრამ ჩვენი მასწავლებელი ძალიან წუხდა იმის გამო, რომ ცაცია იყო და ფეხის ბაკუნით, მარჯვენა ხელში გადაატანინებდა ხოლმე კალამს, თუმცა, როგორც კი თვალს მოეფარებოდა, ისევ მარცხენა ხელით აგრძელებდა წერას..
ამ აკრძალვებმა რომ შედეგი არ გამოიღო, ამ გოგოს დედა დაიბარა სკოლაში და რჩევა მისცა;
მაშა გააცხელე და ხელზე მიადე, მაინც გოგოა და არ არის სასურველი, მარცხენა ხელით წერდესო..
მეორე დღეს, ხელშეხვეული იჯდა ის გოგო და მარჯვენა ხელით წერდა..
-აი, ხომ შეგძლებიაო?! ნიშნის მოგებით უთხრა მასწავლებელმა და თავზე მოეფერა.
ჩვენც კმაყოფილები ვუყურებდით ამ სცენას, იმიტომ რომ ის უკვე ჩვენნაირად წერდა და ჩვენნაირი გახდა, მაგრამ სუფთა წერაში მაინც მოიკოჭლებდა და მისი დაბალი ნიშანიც ერთობ სასიამოვნო იყო ჩვენთვის. ის ხომ ჩვენზე კარგად სწავლობდა?!
მხიარულობას და ოხუნჯობასაც დაანება თავი.
აღარც ჩვენს კარიკატურებს ხატავდა..
ერთადერთი რასაც ხატავდა, ეს იყო @ლეების ნაირსახეობა;
დიდი, პატარა, გამხდარი, მსუქანი, მაგრამ ამას ჩვენც ვხატავდით ხოლმე ბიჭები..”
კომენტარები