“ქართული ოცნების“ მოქმედი წევრები ელგუჯა გურგენიძე ამბროლაურის მოქმედი საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე და ოთარ პატეიშვილი პარტიას ტოვებენ და არჩევნებში „ნაციონალური მოძრაობის“ სახელით კენჭს იყრიან.
ინფორმაცია “ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთმა ლიდერმა ხატია დეკანოიძემ გააჟღერა და იქვე დასძინა რომ „ქართული ოცნებას“ ამ არჩევნებში გამარჯვების არავითარი შანსი არ აქვს.
„ქართული ოცნებიდან“ წასულმა პირებმა კი პარტიის დატოვების მიზეზები განმარტეს. მათი თქმით, მიზეზი საკადრო ცვლილებები გახდა, რომელიც “ქართულმა ოცნებამ”, ამბროლაურის მერობის კანდიდატთან დკაავშირებით მიიღო.
კომენტარები