ევროპარლამენტარმა რასა იუკნევიჩიენემ “მთავარ არხთან” ინტერვიუში საქართველოს ხელისუფლებაზე საუბრისას, თქვა:
“საგარეო ურთიერთობათა კომიტეტზე, ყველა პოლიტიკურმა ჯგუფმა ერთიანი შეთანხმებული ვარიანტი მივიღეთ, იქნებოდა ეს მემარჯვენე თუ მემარცხენე ძალა. თუ მათ უნდათ კიდევ უფრო მკაცრი ფორმულირებები, მკაცრი ენა, საბოლოო ანგარიშში, ისინი ყველაფერს აკეთებენ, რომ ეს მიიღონ. როგორც ვხედავ, მათ არ ესმით ევროპარლამენტში პროცედურები, რას ნიშნავს საერთო პოლიტიკური შეფასება, რას ნიშნავს ცვლილებები და დამატებები. აღმოსავლეთ პარტნიორების ყველა ქვეყანა ცდილობს, გაიგოს და კარგად გაითავისოს, რას ამბობს ევროპარლამენტი, იმუშაონ მასთან ერთად, ქართული ოცნება კი თანამშრომლობის ნაცვლად, მუდმივად იგნორირებას უკეთებს ევროპარლამენტს, რაც საქართველოს ევროპულ ინტერესს ეწინააღმდეგება”
კომენტარები