საქართველოს იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანმა განაცხადა გამოეხმაურა „ევროპული საქართველოს“ წევრის, დავით ბაქრაძის განცხადებას, რომლის თანახმადაც, კოალიციური მთავრობის დაკომპლექტებისას ექნებათ პირობები, „სააკაშვილი, მერაბიშვილი, ადეიშვილი არ იქნებიან მინისტრთა კაბინეტში, მათ შორის პრემიერ-მინისტრად“.
თეა წულუკიანი:
„რა თქმა უნდა, ადეიშვილი, სააკაშვილი და მერაბიშვილი აღარასდროს აღარ უნდა იყვნენ ხელისუფლებაში. სასაცილოა, რომ დავით ბაქრაძე ამას მიხვდა ახლა და არა მაშინ, როცა ამდენი წელი ხელისუფლებაში მათი მოლაპარაკე დათუნია იყო. ის იყო მათი მოლაპარაკე დათუნია, სპიკერი პარლამენტის. ის იყო სპიკერი და გამპრავებელი სააკაშვილის, ადეიშვილისა და მერაბიშვილის და ახლა მიხვდა, როდესაც უნდა ხელისუფლებაში მოსვლა, რომ ისინი იყვნენ ცუდი ხალხი. არ ვიცი, ამას რა ჰქვია“
კომენტარები