“ენმ”-ის წევრი, გიორგი ბოტკოველი, დავით მათიკაშვილს პასუხობს პარლამენტის სხდომაზე და ამბობს:
“ცოტა უხერხულია მათიკაშვილის მხრიდან, იმ პოლიტიკური ძალის მხრიდან, რომელსაც წარმოადგენს, აფერისტობაზე საუბარი და ასევე მისგან უხერხულია მიხეილ სააკაშვილზე ქილიკი, მინდა მას გავახსენო და თუ ვინმეს დააინტერესებს, შემიძლია გადავუგზავნო და შემდეგ თქვენ ჩათში განიხილოთ, როგორ ფეხზე წამომადგარი სვამდა მიხეილ სააკაშვილის სადღეგრძელოს მისი ოჯახის წევრი, მამა, იქვე, სამეზობლოში.”
კომენტარები