სახალხო დამცველი, ნინო ლომჯარია ამბობს, რომ სასამართლო კლანისთვის მნიშვნელოვანია საკუთარი გავლენები და უპირატესობები და არა ქვეყნის ინტერესები.
“სასამართლო სისტემაში არსებული კლანის წევრებს არ აქვთ გათვითცნობიერებული რაზე არის საუბარი. საუბარია იმაზე, რომ მათი ამ ტიპის გადაწყვეტილებებისა და კლანური მმართველობის გამო, საქართველოს ცოტა ხნის წინ უარი ეთქვა ევროკავშირის კანდიდატი წევრის სტატუსის მიღებაზე.
მათთვის მნიშვნელოვანია საკუთარი პირადი, პერსონალური ინტერესები, გავლენები და ის უპირატესობები, რაც ამ კლანურ გავლენას მოაქვს მათთვის სასამართლო სისტემაში”
კომენტარები