მარკეტოლოგი ცვატა ბერძენიშვილი:
„ადამიანები, რომლებიც 2012 წლამდე (მერეც) სააკაშვილის და ნაც. მოძრაობის მუდმივი ოპონენტები და ოპოზიცია იყვნენ, ეწინააღმდეგებოდნენ, აკრიტიკებდნენ, აგინებდნენ, პიროვნულად სძულდათ მიშა, აპროტესტებდნენ ადამიანის უფლებათა უხეშ დარღვევებს, დღემდე არ უპატიებიათ მისთვის/მათთვის წარსული დანაშაულები და, ამავდროულად, აპროტესტებენ სააკაშვილის წინააღმდეგ მიმართულ ყოვლად უღირს და დანაშაულებრივ ქმედებებს, ძალიან პატივსაცემი და ღირსეული ადამიანები არიან – ყოველივე ზემოხსენებული ხაზს უსვამს იმას, რომ მათთვის ადამიანის უფლებებთან მიმართებით მთავარია არა ის, თუ ვის მიმართ ირღვევა იგი, არამედ პრინციპი, რომ შენთვის ყველაზე მიუღებელი ადამიანიც კი არ იმსახურებს ღირსების შემლახავ მოპყრობას.
განსხვავებით იმ ადამიანებისგან, რომლებიც, როგორც აღმოჩნდა, აპროტესტებდნენ არა ზოგადად ძალადობას და ღირსების შელახვას, არამედ აპროტესტებდნენ შერჩევითად და ვიღაცებზე ტაშსაც კი უკრავენ.“
კომენტარები