ჟურნალისტი დათო გორგილაძე:
„ამ პროტესტის ძალა გულწრფელობაშია.
გაბრაზდნენ ადამიანები, რომლებიც ქმნიდნენ, ქმნიან და შექმნიან ამ ქვეყნის იდენტობას, ამ ქვეყნის სულს, სავიზიტო ბარათს; იმას, რის გამოცაა საქართველო ევროპა და რითიც უნდა წარვდგეთ დასავლეთში არა როგორც სტუმრები, არამედ როგორც სრულფასოვანი წევრები.
მაგრამ მათ გაბრაზებაზე მეტად მნიშვნელოვანი ბრაზმორეული ახალგაზრდები არიან. ისინი, ვისაც დაბადების მწვანე მოწმობაც კი არ ექაჩებათ საბჭოთა (რუსული წარსულისაკენ).
ისინი წარმატებად თანამდებობასა და სავარძლებს არ მიიჩნევენ, არამედ იმ საქმის კეთებას, რაც აბედნიერებთ.
მათ საკუთარი ნათქვამისთვის დამაჯერებლობის შესამატებლად შარვალ-კოსტიუმებში გამოწყობა არ სჭირდებათ;
მათ ჰყავთ ერთმანეთი და, რაც მთავარია, გრძნობენ ერთმანეთს;
მათთვის ფესტივალზე, მზის ქვეშ, მწვანე ბალახზე წამოგორება და მუსიკის მოსმენა უფრო დიდი ბედნიერებაა, ვიდრე რესტორანში ყალბი დიალოგების მოსმენა და ჩაცმულობების შეჯიბრი.
მათ უყვართ, სჯერათ, იცინიან და უხარიათ.
ეს ხალხია ევროპა.
ამიტომაც მოიგებენ.“
კომენტარები