ბრიტანელი ექიმი კარან რანგარაჯანი შეცდომად თვლის იმ ადამიანების ქცევას, რომლებიც პანდემიის დროს რეზინის ხელთათმანებს იყენებს. ამის შესახებ The Sun-ი წერს
მედიკოსის თქმით, მხოლოდ ხელთათმანის ტარება ვერ გვიცავს ვირუსისგან, ვინაიდან სახლიდან გამოსულები ერთი და იგივე ხელთათმანით უამრავ საგანს ვეხებით, შემდეგ კი შემთხვევით ვეხებით სახეს, ან ხელთათმანს – შიშველი ხელით.
ამასთან, ბევრი ფიქრობს, რომ ხელთათმანის მოხსნის შემდეგ ხელის დაბანა საჭირო აღარ არის.
ექიმი ყველას შეახსენებს, რომ ხელების დაბანა 20 წამის განმავლობაშია საჭირო იმისათვის, რომ ვირუსის გავრცელება შევაჩეროთ.
კომენტარები