პოლიტიკოსი, ირინა სარიშვილი, სოციალურ ქსელში, წერს:
“მატყუარა გახარიას საყურადღებოდ!
საგანგებო მსგომარეობის გამო უხელფასოდ სახლში გამოკეტილებისთვის 6 თვეზე 200–200 ლარად დაყოფილი ერთჯერადი1200 ლარი რომ აშშ–ში ერთჯერადად დარიგებულ 1200 დოლარს შეადარეთ, თან ისე გათავხედდით რომ მსყიდველობითი უნარითაც კი გაუტოლეთ, გაცნობებთ: 1. აშშ–ში ერთჯერადად 1200 დოლარი დაურიგდა ყველას, ვისი წლიური შემოსავალი არ აღემატება 60 ათას დოლარს! ყველას! მსყიდველობითუნარიანობაზე აღარაფერს ვამბობ;
დაქორწინებულებზე ერთჯერადად 2400 დოლარი და თითოეულ ბავშვზე ერთჯერადად 500 დოლარი გამოიყო;
საგანგებო მდგომარეობის გამო უსამსახუროდ დარჩენილი ადამიანები სამსახურის აღდგენამდე იღებენ კვირაში 500–დან 600 დოლარამდე;
სხვადასხვა ორგანიზაციებიდან დახმარებას იღებენ არალეგალებიც.
ამას გარდა: აშშ–ში გაუჩერებლად მუშაობს საზოგადოებრივი ტრანსპორტი, მეტრო, ტაქსი; ავტობუსი უფასოა; არ დახურულა არც ერთი კვების ობიექტი, უბრალოდ შენობაში ჭამაა აკრძალული; შეუფერხებლად მუშაობს მიტანის სერვისი…
თუ სამთავრობო ტროლები ამის საპასუხოდ აშშ–ში კორონით დაინფიცირებულთა და გარდაცვლილთა რაოდენობას მომიყვანენ აქ კომენტარებში, მათაც და გახარიასაც შევახსენებ: აშშ–ში 360 მილიონი ადამიანი ცხოვრობს, საქართველოს მოსახლეობის რაოდენობა ნიუ–იორკის მარტო ერთი უბნის – ბრუკლინის მოსახლეობის რაოდენობაა. და კიდევ: როგორც თავად ექიმებს წამოცდათ, საქართველოში დაინფიცირებულთა რაოდენობა გაიზრდებოდა მასობრივი ტესტირების შემთხვევაში. და რაც ყველაზე მთავარია – აშშ–ში არავის არ შია! დავიჯერო, ეს ყველაფერი არ იცის გახარიამ?! იცის, როგორ არ იცის, მაგრამ იტყუება! ეს ხელისუფლება ტყუილზე დგას თავიდან ბოლომდე! ჰოდა ამერიკას სანამ შეედრები გახარია, წესიერი პირბადის წარმოება მაინც უზრუნველყავი საკუთარ ქვეყანაში!”
კომენტარები