პრესა.ჯიმ ექსკლუზიურად მოიპოვა ინფორმაცია მატროსოვის ციხეში მიმდინარე მოვლენების შესახებ.
ირკვევა რომ პენიტენციურ დაწესებულებაში, სადაც სასჯელს ყოფილი თანამდებობის პირები იხდიან, ახალი პატიმრების მისაღებად ემზადებიან.
მატროსოვის ციხის თანამშრომლები პირად საუბრებში არ მალავენ რომ თებერვალში, მარტსა და აპრილში მატროსოვის ციხე ახალი პოლიტიკური პატიმრებით შეივსება.
სხვა ინფორმაციებთან ერთად, ამაზე კიდევ ერთი ფაქტი მეტყველებს.
კერძოდ: მატროსოვის ციხეს გასულ წლებში ორი პირი ემსახურებოდა, რომელთაგან ერთი ალაგებს, ხოლო მეორე ამანათებს არიგებს.
თუმცა, ახალი წლის შემდეგ, მომსახურე პერსონალი ოთხამდე გაიზარდა.
ციხის ადმინისტრაციამ დამატებით კიდევ ორი პირი მიიყვანა, რათა ახალი პოლიტიკური პატიმრების შემთხვევაში, „სერვისი არ დაზიანდეს“.
„ეს იმიტომ ხდება რომ როგორც ჩანს, ხელისუფლება რეპრესიების გაგრძელებასა და პოლიტიკოსების დაჭერას გეგმავს.
კანონის მიხედვით, პოლიტიკოსებმა თუ ყოფილმა თანამდებობის პირებმა მატროვოსზე უნდა მოიხადონ სასჯლეი.
აღნიშნული ორი პირი, ე.წ. „აბსლუგა“ კი, საკმარისი აღარ იქნება. ამიტომ, ამ კუთხით, კიდევ ორი თანამშრომელი დაამატეს“, – წერია პრესა.ჯისთვის მატროსოვის ციხიდან გამოგზავნილ წერილში.
წერილის ავტორი ერთერთი ცნობილი პატიმარია, რომლის სახელსა და გვარს იმიტომ არ ვასახელებთ რომ დამატებითი პრობლემები არ შეექმნას.
შეგახსენებთ რომ ქართული ოცნების რეჟიმის მიერ პოლიტიკურად მოტივირებული გამოძიების ქვეშ იმყოფებიან:
მთავარი არხის დამფუძნებელი და გენერალური დირექტორი, ნიკა გვარამია;
ტელეკომპანია პირველის დამფუძნებლის, ვატო წერეთლის მამა, ავთანდილ წერეთელი;
მთავარი ოპოზიციური პარტიის, ნაციონალური მოძრაობის პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე, ნიკა მელია;
ევროპული საქართველოს ლიდერი, გიგი უგულავა;
ევროპული საქართველოს ერთერთი ლიდერი, გიგა ბოკერია;
ლელოს დამფუძნებელი, მამუკა ხაზარაძე;
ლელოს დამფუძნებელი, ბადრი ჯაფარიძე და სხვები…
პრესა.ჯი
კომენტარები