ეკონომიკის დოქტორი, ოთო აბესაძე, სოციალურ ქსელში წერს:
მავნებლური სქემით სავალუტო რყევები და ხელოვნურად გაუფასურებული ლარი.
წარმოიდგინეთ, რომ გაქვთ 10 მლნ ლარი. დღეს ვალუტის კურსი დოლართან მიმართებაში არის 2.57.
ინსაიდერული ინფორმაციით “გაიგეთ”, რომ პირობითად 25 ივლისს 1 დოლარის ღირებულება გახდება 2.53 ლარი. თქვენ იყიდით 10 მლნ ლარის დოლარს ანუ 3 952 569 დოლარს.
შემდგომ კვლავ ინსაიდერული ინფორმაციით გაიგეთ, რომ 4 აგვისტოს 1 დოლარი ეღირება 2.62 ლარი. თქვენ გაყიდეთ თქვენი ნაყიდი დოლარი და მიიღეთ 10 355 731 ლარი.
10 დღეში წმინდა მოგება დაგრჩათ 335 731 ლარი. ამ თანხის 10% – ს “იხდით” ამ ინსაიდერულ ინფორმაციაში ანუ 35 573 ლარს.
წმინდა მოგება დაგრჩათ 300 158 ლარი ანუ 114 564 დოლარი 10 დღეში და თქვენი 10 მლნ ლარი დაგრჩათ კვლავ შენახული.
კარგია ხომ? და რამდენი ადამიანი იცით ვისაც 10 და მეტი მილიონი ლარის კონვერტირება შეუძლია?
ყოველი ესეთი “ქირურგიული” ჩარევა და ხელოვნური სავალუტო რყევა იწვევს გრძელვადიან პერიოდში საშუალოდ 5-7 პუნქტით სტაბილურად გაუფასურებულ ვალუტას.
კომენტარები