ლეიბორისტული პარტიის წევრი, ნინო მეტრეველი:
ამბავი მათთვის, ვისაც სალომე ზურაბიშვილი ოპოზიციის ამომავალი ვარსკვლავი ჰგონია:
პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა ერთი კვირის წინ რომ ყეინიშვილის და ხომერიკის კანდიდატურები წარადგინა ეროვნულ ბანკში, გუშინ გამოითხოვა, მარა საპარლამენტო უმრავლესობამ მაინც დაამტკიცა.,,გადამრჩენელის” ქართულ ქოც. ცაზე ისე რომ არაფერი ისახება, ჰო ვიცით? ჰოდა ჩემი მოწიწებული აზრით, ბიძინმადიდებელი, ყეინიშვილი (მეორე არ ვიცი ვინაა) სწორედ ქოც.ცის მბრძანებლიდან იყო მიწოდებულ-შეთანხმებული. მერე ფარცხალაძეზე ამბები რომ ატყდა და ვანო ჩხარტიშვილის ქალმა (პოლიტიკურად) თურნავამ საშინელებები ჰქმნა, ჩვენმა სალომემ თავისებურად გაჭედა და უკან გამოითხოვა თავის მიერვე წარდგენილები, მაგრამ პარდონებიო _ იქიდან .
თუ ასე არაა, მაშინ იქნებ განმარტოს პრეზიდენტმა რა ბზიკმა უკბინა და რა ხმა ჩაესმა პროფესიით მევენახე, საეჭვო პოლიტიკური ორიენტაციის და კორუფციაში ეჭვმიტანილი ქალი ჩვენი ეროვნული ვალუტის და ჩვენი ისედაც უბადრუკი შემოსავლების განმკარველად რატომ დანიშნა?
კომენტარები