საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი მამუკა მდინარაძე უმრავლესობის დღევანდელი სხდომის 10:00 საათზე გამართვის მიზეზი განმარტა.
„საპარლამენტო უმრავლესობის სხდომა 10:00 საათზე დავნიშნე, პასუხისმგებლობას ჩემს თავზე ვიღებ. არ ვიცოდი, თუ უგულავა გვიან გაიღვიძებდა, თორემ დავნიშნავდი 11:00 საათზე. ალბათ, ამაზე სერიოზული საუბარი არ შეიძლება.“
„ევროპული საქართველოს“ ლიდერმა, გიგი უგულავამ განაცხადა რომ „გუშინ არ გაამჟღავნეს და დღეს ჩანიშნეს უმრავლესობის სხდომა, იმისთვის, რომ უფრო ადრე შეეყვანათ დეპუტატები“.
კომენტარები