რუსული პრესა გადაჭედილია ე. წ. ნიუსებით, სადაც წერენ, რომ საქართველოს პარლამენტში საბჭოთა ჰიმნი გაჟღერდა,- ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
„დღეს ჩვენმა კოლეგებმა (სამწუხაროდ, მათ ჩვენი კოლეგები ჰქვიათ ისევ) იკადრეს და ქართულ საზოგადოებას აკადრეს საქართველოს პარლამენტში, იქ, სადაც 1991 წლის 9 აპრილს დამოუკიდებლობის აქტს მოეწერა ხელი, საბჭოთა კავშირის ჰიმნი გააჟღერეს. ეს არის მათი ქვეცნობიერი, ეს არის მათი ნაკეთები რუსული საქმის დაგვირგვინება. როდესაც ისინი „გაღმა შეედავეს“ პრინციპით სხვებს რუსეთუმეობას აბრალებენ, ქართულ საზოგადოებას კიდევ ერთხელ მოუწია მათი ამორალური ქმედებების ნახვა. ისინი სიტყვითპროდასავლურები არიან, ხოლო საქმით რუსული საქმის მკეთებლები. რუსული პრესა გადაჭედილია ე. წ. ნიუსებით, სადაც წერენ, რომ საქართველოს პარლამენტში საბჭოთა ჰიმნი გაჟღერდა. ეს იყო მათი რეალური მიზანი. ეს არის ქართველი ხალხის, პარლამენტის, ინსტიტუტების და ქართული სახელმწიფოებრიობის უმძიმესი შეურაცხყოფა,“ – განაცხადა მდინარაძემ.
ბატონო მამუკა, ზოგჯერ ქართული პრესაც რომ წაგეკითხათ – არ იქნებოდა ურიგო!
შოთაძის დანიშვნაზეც გადაჭრელებული იყო ქართული მედია – მაგრამ ყურად არ გიღიათ!
კომენტარები