ტვ პირველის საინფორმაციო სამსახურის ხელმძღვანელი, ნოდარ მელაძე, სოფელ წინწყაროში, ტელეკომპანიის გადამღებ ჯგუფზე თავდასხმას ეხმაურება:
“ძალადობას ხელისუფლება ახალისებს, მამუკა მდინარაძეები, თალაკვაძეები, ვოლსკი, ესენი არიან კოლექტიური ძალადობის წამხალისებლები, პასუხისმგებლობაც ეკისრება მათ. ბატონებო, ეს თქვენი წახალისებული ძალადობის შედეგია!
მზად არის წერილი და მივმართავთ ყველა საერთაშორისო ორგანიზაციას… სადაც ეს ხელისუფლება ჩავა, დახვდებათ დასტა წერილებისა, რომ ეს ხელისუფლება არის მოძალადე, სხვა გამოსავალი არ დაგიტოვეს”
კომენტარები